მედია - რუსეთმა უკრაინას რაკეტებით შეუტია, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსულმა ძალებმა დღეს დილით უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, ქვეყანაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მონიტორინგის არხების განცხადებით, რუსებმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა. მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა, შენობები დაზიანდა და ადამიანები დაშავდნენ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო