ზურაბ ჯაფარიძე - ერთადერთი დიალოგი, რომელიც ამ ხელისუფლებასთან იქნება, ხელახალი არჩევნებია - რაც არ უნდა ილაპარაკოს ევრო საბჭოს გენერალურმა მდივანმა ან სხვამ

ერთადერთი დიალოგი, რომელიც ამ ხელისუფლებასთან იქნება, ხელახალი არჩევნებია, - ასე გამოეხმაურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეიცვლება.

ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებასთან დიალოგი გამორიცხულია.

„სხვა არანაირი დიალოგი არ მოხდება და ამაში არ ჩაერთვება არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი, ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ, რაც არ უნდა ილაპარაკოს ევრო საბჭოს გენერალურმა მდივანმა ან სხვამ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026