ირაკლი კობახიძე - თუკი რომელიმე მოხელეს სანქციების გამო რაიმე პრობლემა წარმოექმნება, სახელმწიფო უზრუნველყოფს ფინანსურ დანაკლისს - კომპენსაციები გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან

მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელეზე, რომელსაც დაწესებული სანქციების გამო ფინანსური ზიანი მიადგება, სახელმწიფო კომპენსაციას გასცემს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კომპენსაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

„ფინანსურ სანქციებს რაც შეეხება, თუკი რომელიმე მოხელეს ამ სანქციებიდან წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას. ეს არის პასუხი იმ ღირსეულ ქმედებებზე, რომელსაც ახორციელებენ შს სამინისტროს წარმომადგენლები. ეს არის ღირსებასა და ჰუმანურობაზე პასუხი. კომპენსაციები გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნებისმიერ ასეთ პირთან მიმართებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები