პარლამენტის საშემოდგომო სესია ოფიციალურად დაიხურა

XI მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია ოფიციალურად დაიხურა. სესიის დახურვა ბიუროს სხდომის ფორმატში მოხდა. პარლამენტის წევრები საგაზაფხულო სესიის გახსნამდე შეკრებას და რიგგარეშე სხდომების გამართავს არ აპირებენ.

ახალმა პარლამენტმა ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობით მთავრობას ნდობა გამოუცხადა. გარდა ამისა, გაამკაცრა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, დააწესა ახალი ადმინისტრაციული ჯარიმები, არსებული ჯარიმების ოდენობები კი გაზარდა. ასევე ცვლილებები განახორციელა “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომლის საფუძველზეც საჯარო უწყებებში რეორგანიზაციის პროცესი მარტივდება.

ყველა ეს საკანონმდებლო ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები