ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია თავისი ენჯეოებით დაუპირისპირდა ევროინტეგრაციის პროცესს - ჩვენ მარტომ ვიბრძოლეთ წელიწადნახევრის განმავლობაში და შესაბამის ძალებს ხელიდან გამოვგლიჯეთ კანდიდატის სტატუსი

ჩვენი ოპონენტები აწარმოებდნენ კამპანიას საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. ჩვენ მყისიერად დავიწყეთ მუშაობა 12 პუნქტზე. ვინ არ შემოვიდა პროცესში? - ოპოზიცია და „ენჯეოები“ არ შეუერთდნენ ამ პროცესს, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ჯგუფებშიც კი არ შემოვიდნენ. „ენჯეოებმაც“ უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე. ჩვენ მარტომ ვიბრძოლეთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და მარტომ მოვიპოვეთ, გამოვგლიჯეთ ხელიდან შესაბამის ძალებს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერმა ევროინტეგრაციის პროცესში ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე უპირისპირდებოდნენ ამ პროცესს.

„რეალურად ჩვენი კურსი არის ძალიან მკაფიო. 2022 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვითხოვდით კანდიდატის სტატუსს. ამისთვის შეიქმნა სამუშაო პროცესი, წარვადგინეთ 5-ათას გვერდიანი დოკუმენტაცია, რის მომზადებაშიც ჩვენი საჯარო მოსამსახურეები იყვნენ ჩართული როგორც მთავრობიდან, ისე პარლამენტიდან, სხვა სტრუქტურებიდან და ივნისში გვეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ იგივე პერიოდში „ენჯეოები“ დაუპირისპირდნენ ამ პროცესს. ისინი ამბობდნენ, რომ არა სახელმწიფოს, არამედ „ენჯეოებს“ უნდა შეევსოთ ეს განაცხადი. ოპოზიცია თავიდან ბოლომდე უპირისპირდებოდა ამ პროცესს. მაშინ გახსოვთ, რომ ერთ-ერთი „ენჯეოს“ წარმომადგენელი, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებას ხელმძღვანელობდა, პირდაპირ აცხადებდა, რომ საქართველოს არ უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი - ვგულისხმობ, „სოროსის“ ფონდის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს. ჩვენი ოპონენტები პირდაპირ აწარმოებდნენ კამპანიას საქართველოს ევროპული გზის წინააღმდეგ, თუმცა გაღიზიანება არ მახსოვს მაინც და მაინც კონკრეტული ძალების მხრიდან ამასთან დაკავშირებით. ჩვენი ოპონენტები აწარმოებდნენ კამპანიას საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, ჩვენ ვითხოვდით საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით. ივნისში გვეთქვა უარი. არავითარი განმარტება არ მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ადამიანებმა, რომლებიც იბრალებენ პროქართულობას, გადადგეს ყველაზე ანტიქართული ნაბიჯი და ქართველ ხალხს 2022 წლის ივნისში უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის