კახა კალაძე - არ იფიქროთ, რომ ლიბერალური ფაშიზმი მხოლოდ საქართველოშია, ეს ყველგან გავრცელებულია, ევროპაშიც და ზოგადად, მსოფლიოშიც

ლიბერალური ფაშიზმი არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან გავრცელებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას

ესტონეთის პარლამენტის მიერ ესტონეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის „საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებების გამო გადაყენებას“.

კახა კალაძის თქმით, ლიბერალური ფაშიზმი დასრულდება.

„თქვენ არ იფიქროთ, რომ ლიბერალური ფაშიზმი მხოლოდ საქართველოშია. ეს ყველგან გავრცელებულია, ევროპაშიც და ზოგადად, მსოფლიოშიც. თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება, ამბობ სიმართლეს და არ ექვემდებარები მათ რიტორიკას, არ იმეორებ მათ "მესიჯებს", ხარ მტერი. მოიფიქრებენ ათას სისულელეს, ხან რუსეთუმეს გეძახიან, ხან ვითომ „რუსეთის ინტერესებს რატომ ემსახურები“, ხან შეიძლება კიდევ რაღაც მოიფიქრონ. აი, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ნახეთ, ქვეყნის შიგნით რა ვითარებაა. როგორ აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ ყველას, განურჩევლად მათი პროფესიისა. ვისაც აქვს ოდნავ განსხვავებული პოზიცია, როგორი დამოკიდებულება არის. ფეხბურთელები ავიღოთ, ხელოვნების წარმომადგენლები ავიღოთ. შენ თუ არ ჯდები მათ „მესიჯბოქსში“, მაშინვე შემოგივარდებიან, დაგაბულინგებენ, შეურაცხყოფას მოგაყენებენ. ეს არის ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს და ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს