კახა კალაძე - დასავლეთიდან ზოგიერთი ლიდერის განცხადებას თავისი ახსნა აქვს - ისინი საქართველოში რადიკალებთან ერთად დამარცხდნენ, მათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უთხრა „არა“

დასავლეთიდან ზოგიერთი ლიდერის განცხადებას თავისი ახსნა აქვს - ისინი დამარცხდნენ საქართველოში ამ რადიკალებთან ერთად - მათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უთხრა „არა“, უთხრა „არა“ მუდმივ ბულინგს, მუდმივ ბოროტებას, შეურაცხყოფას,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასა და მათი „გლობალური მაგნიტსკის“ სიაში შეყვანას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მოსახლეობამ უარი თქვა, საქართველო გამოყენებული იყოს სხვა ქვეყნების ინტერესების გასატარებლად.

„რაც შეეხება დასავლეთიდან ზოგიერთი ლიდერის განცხადებებს, ამას აქვს თავის ახსნა: ისინი დამარცხდნენ საქართველოში, ეს არის რეალობა, მოცემულობა. ისინი ამ რადიკალებთან ერთად არიან დამარცხებულები. მათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უთხრა „არა“, უთხრა „არა“ მუდმივ ბულინგს, მუდმივ ბოროტებას, შეურაცხყოფას, იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს რომელიღაც სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად, გინდა მეორე ფრონტით, გინდ სანქციებთან მიერთებით და ასე შემდეგ.

აქვე, მინდა, მივულოცო ვახტანგ გომელაურს. პრემიერის გადაწყვეტილება მის დაწინაურებასთან დაკავშირებით იყო სწორი და მე ამას მივესალმები. ვახტანგ გომელაური არის პატრიოტი კაცი, ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო. ის თავის თანამშრომლებთან ერთად ემსახურება საქართველოს, ქვეყანაში იცავს მშვიდობას, სიმშვიდეს. მადლობა მას იმისთვის, რაც გაკეთებული აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის