დავით მათიკაშვილი - ოპოზიციას ყველაფერი კონსტრუქციული, პოზიტიური და დიალოგის რეჟიმში გადასული აღიზიანებს - მათი დღის წესრიგი, რეალურად, სავსეა დესტრუქციით და ძალადობით

ოპოზიციას ყველაფერი კონსტრუქციული, პოზიტიური და დიალოგის რეჟიმში გადასული აღიზიანებს - ოპოზიციის დღის წესრიგი, რეალურად სავსეა დესტრუქციით, ძალადობით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც დიალოგთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ოპოზიციას მსჯელობის დონეზეც კი არ სურთ იმის დაშვება, რომ შესაძლებელია, ევროპული მხარის ინიციატივით კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანონ საკუთარი ქმედებები.

„ალენ ბერსე შეხვდა ყველა მხარეს და საკუთარი პოზიციები საკმაოდ ღიად და მკაფიოდ დააფიქსირა. ოპოზიციას ყველაფერი კონსტრუქციული, პოზიტიური და დიალოგის რეჟიმში გადასული აღიზიანებს. ოპოზიციის დღის წესრიგი, რეალურად სავსეა დესტრუქციით, ძალადობით. მათ მსჯელობის დონეზეც კი არ სურთ იმის დაშვება, რომ შესაძლებელია, ევროპული მხარის ინიციატივით კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანონ საკუთარი ქმედებები. ხელისუფლების კარი გახსნილია. ის არის სამართლიანი, დამყარებულია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, მის შედეგებზე და იმ ლეგიტიმაციაზე, რომელიც 1 მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მისცა დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებას. ამისი გააზრება და აღქმაა საჭირო ყველა მონაწილე მხარის მხრიდან, მათ შორის, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან და შემდეგ ურთიერთობების გაგრძელდება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ საქართველოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში.

მისი თქმით, ევროპის საბჭო მზად არის, ხელი შეუწყოს ასეთ დიალოგს.

ბერსეს განცხადებითვე, დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობისა და მუდმივი კონფრონტაციის პირობებში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა