საქართველოს ეროვნული გვარდია 34 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს ეროვნული გვარდია 34 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა გვარდიელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეროვნული გვარდიის როლზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 34 წელი გავიდა. გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე მათ დაღუპული გვარდიელების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

თავდაცვის მინისტრმა გვარდიელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეროვნული გვარდიის როლზე გაამახვილა ყურადღება. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და იუბილე მიულოცა ასევე, ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ.

ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „გენერალი კვინიტაძე“ , „გიორგი ანწუხელიძე“, „თეთრი გიორგი“ და საშტატო იარაღებითა და სამკერდე ნიშნებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სარიტუალო სამსახურის საჩვენებელი გამოსვლით დასრულდა.

საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა. გვარდია იყო პირველი სამხედრო შენაერთი, რომლის ბაზაზეც შემდგომში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. დღეს საქართველოს ეროვნული გვარდიის ამოცანას თავდაცვის ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება, საბრძოლო ოპერაციებისას მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელება, საომარი და საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა წარმოადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ ქართული ბანკების რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა