გივი ჩხარტიშვილი - მთელ ოპოზიციაში არ გამოინახა კომპეტენტური ადამიანი, რომელიც პრემიერის მოწოდებას გამოეხმაურებოდა და მიმდინარე პროცესებს კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანდა

მთელ ოპოზიციაში არ გამოინახა კომპეტენტური ადამიანი, რომელიც პრემიერის მოწოდებას გამოეხმაურებოდა და მიმდინარე პროცესებს კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანდა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა.

მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და მათ ქვეყნის გამყიდველები უწოდა.

„თქვენ რომ ქვეყანა გიყვარდეთ, თქვენ რომ ღირსება გაგაჩნდეთ, მოსახლეობას შეცდომაში არ შეიყვანდით, არ მოატყუებდით, თითქოს ქვეყნის ბედი გადარდებთ. იმედს ვიტოვებ, ოპოზიციაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამოიჩენენ გონიერებას და ამ არეულობას სამუშაო რეჟიმში გადაიყვანენ. უპასუხისმგებლობაა, რომ არ ერთვებით სამუშაო პროცესებში, არაფერზე შეგტკივათ გული და ამის ფონზე ჩვენ გვიყენებთ ბრალდებებს. მთელ ოპოზიციაში არ გამოინახა კომპეტენტური ადამიანი, რომელიც პრემიერის მოწოდებას გამოეხმაურებოდა და მიმდინარე პროცესებს კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანდა“, - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს მიმართა.

„მე პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს, თუმცა აქვე მინდა მივმართო ახალგაზრდებს და ვთხოვო, რომ არ აჰყვნენ სიცრუის იმ პროპაგანდას და საზოგადოების ბულინგს, რაც გამუდმებით ისმის პარტიული ტელევიზიების ეთერებიდან’’, - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

მისივე თქმით, მიუღებელია ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების რუსეთუმეებად მოხსენიება მაშინ, როდესაც სწორედ არსებული ხელისუფლების დროს მოხდა უვიზო მიმოსვლის შემოღება, ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის.

„თქვენ რა გააკეთეთ ქვეყნისთვის - რუსეთს ჩააბარეთ ტერიტორიები, მიატოვეთ ქვეყნისთვის გმირულად დაღუპული ბიჭები და ამ ყველაფრის მერე გამოდიხართ და ამბობთ, რომ ქვეყნის წინსვლა და ევროკავშირში შესვლა გინდათ“, - აღნიშნა გივი ჩხარტიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო