ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ავსტრალიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ავსტრალიის ელჩს, მაილს რობერტ არმიტიჯს (რეზიდენციით ქ. ანკარაში) შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა არჩევნების შემდგომ არსებული შიდაპოლიტიკური ვითარება განიხილეს. შეხვედრისას მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს საპარლამენტო დღის წესრიგზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები