ევროპის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე „მოგზაურთა მარში“ გაიმართა

ევროპის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე „მოგზაურთა მარში“ გაიმართა.

ისინი აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მოქალაქეებმა მოგზაურობის ხალისი დაკარგეს და აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმში დააბრუნოს.

„უნდა გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ რიტმს, რაშიც ვცხოვრობდით. ძალიან განერვიულებული და აღშფოთებული ვარ. რეჟიმის პირობებში გვიწევს ცხოვრება და ამდენი ტყუილის მოსმენა. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით“, - განაცხად მარშის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დემონსტრანტები, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას დააკავეს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის