პარტია „ახალის" ახალციხის ოფისის წარმომადგენელი დააკავეს

პარტია „ახალის" ახალციხის ოფისის წარმომადგენელი, დავით ახალკაცი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტია "ახალის" პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებას წინ უძღოდა ახალციხის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძესა და დავით ახალკაცს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რის შემდეგაც პოლიციამ ახალკაცი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ახალციხეში, საახალწლო ღონისძიებაზე მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დავით ახალკაცი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026