თინა ხიდაშელი - ეუთო/ოდირის დასკვნა უკიდურესად უარყოფითია - დასკვნაში ხელისუფლებადაც კი არ არის „ქართული ოცნება“ მოხსენიებული

ეუთო/ოდირის დასკვნა უკიდურესად უარყოფითია. დასკვნაში ხელისუფლებადაც კი არ არის „ქართული ოცნება“ მოხსენიებული, - ამის შესახებ "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, პრემიერ-მინისტრის ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები ისეთივე მართალია, როგორც იტალიის, რუმინეთისა და ესპანეთის მიერ სანქციების დაბლოკვის საკითხი.

„მჯერა საკუთარი თვალების, წავიკითხე ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც უკიდურესად უარყოფითია. დასკვნაში ხელისუფლებადაც კი არ არიან ისინი მოხსენიებული. არც კი მახსოვს, როდის წამიკითხავს დასკვნა, რომელშიც წერს ფრაზას „ყველა საარჩევნო სუბიექტთან“. ამ ფრაზას იყენებს მუდმივად, როდესაც უნდა, რომ ადრესატზე ილაპარაკოს. დასკვნაში საუბარია უამრავ დარღვევაზე. საუბარია დარღვევებზე არჩევნებამდე, საუბარია მოსყიდვაზე, ფარულობის დარღვევაზე, საუბარია იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ დავები აბსოლუტურად არატრანსფარანტულად და ყველა პრინციპის დარღვევით წარიმართა და ამის შემდეგ წერია, რომ „ეუთო/ოდირი არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ვინმეს აღიარებს ან არ აღიარებს, ჩვენი დასკვნა წაიკითხეთ და შესაბამისად თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნა, როგორი იყო ეს არჩევნები“. არც ასეთი ფრაზა არ დაუწერია არასდროს ოდირს საქართველოსთან მიმართებაში. მე არ ვიცი სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით რას წერდა, შეიძლება რომელიმე აფრიკულ ქვეყანასთან დაკავშირებით მას აქვს ასეთი ფრაზა დაწერილი, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით, მათ შორის 2003 წელსაც კი, ვარდების რევოლუციის არჩევნების დროსაც კი ასეთი ფრაზა არ დაუწერია, როდესაც შავით თეთრზე საკუთარ დასკვნაში ოდირი ამბობს, რომ წაიკითხეთ ჩვენი მაღალი გამოცდილების მქონდე პროფესიონალების დასკვნა და თავად გააკეთეთ დასკვნებიო იმის შესახებ, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები.

ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ როდესაც ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციას მოუსმენთ, გახსოვდეთ, როგორ ეძახდა სამი დიდი ევროპული ქვეყნის: რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ამ კაცს მატყუარას. ყველაფერი, რაც პრესკონფერენციაზე ილაპარაკა, ზუსტად ისეთივე სიმართლეა, როგორიც იტალიასთან, ესპანეთთან ან რუმინეთთან დაკავშირებით ილაპარაკა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის