ბადრი ჯაფარიძე - სინამდვილეში, ეუთო/ოდირის დასკვნა არის უკიდურესად უარყოფითი, პრაქტიკულად, არ არსებობს დარღვევა, რომელიც არ არის დაფიქსირებული

სინამდვილეში, ეუთო/ოდირის დასკვნა არის უკიდურესად უარყოფითი, პრაქტიკულად, არ არსებობს დარღვევა, რომელიც არ არის დაფიქსირებული, - ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ OSCE/ODIHR -ის საბოლოო დასკვნას.

ჯაფარიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა „თავი მოიკატუნა“, თითქოს დასკვნაში მათთვის რამე სასარგებლო ეწეროს.

„სახეზეა პრობლემა წაკითხულის კარგად გაგების თვალსაზრისით, ეს პრობლემა გამოიხატა კობახიძის შემთხვევაში, როდესაც მან წაიკითხა ეუთო/ოდრის დასკვნა და გამოიტანა სრულიად სხვა შთაბეჭდილება. სინამდვილეში, ეუთო/ოდირის დასკვნა არის უკიდურესად უარყოფითი, პრაქტიკულად არ არსებობს დარღვევა, რომელიც არ არის დაფიქსირებული, შესაბამისად, სხვა არაფერი დარჩენოდა კობახიძეს, გარდა თავის მოკატუნებისა, თითქოს, მათთვის რამე სასარგებლო ეწეროს. სინამდვილეში ეს არის უკიდურესად უარყოფითი და კრიტიკული დასკვნა“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026