ლატვია ქვეყანაში შესვლას საქართველოს კიდევ 13 მოქალაქეს უკრძალავს

მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიაში, იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ლატვიაში ფიზიკური პირების შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა”, - აცხადებს ბაიბა ბრაჟე.

განცხადება გაავრცელა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ მიიღო გადაწყვეტილება საიმიგრაციო კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლატვიის რესპუბლიკაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული პირების სიაში საქართველოს კიდევ 13 მოქალაქის შეყვანის შესახებ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები