გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა, რის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მანქანის შევარდნას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი და საერთაშორისო მედია ავრცელებს.

გერმანული გამოცემა dpa-ის ცნობით, ქალაქ მაგდებურგში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მძღოლი პოლიციამ დააკავა. AFP აღნიშნავს, რომ 60-80 ადამიანი დაშავდა.

ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მიხაილ რეიფი ვარაუდობს, რომ ეს განზრახ განხორციელებული აქტი იყო და ადგილზე "საშინელი სურათია".

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026