მამუკა ხაბარელი - მსოფლიო დონის უახლესი ინფრასტრუქტურით და სპორტისადმი გატაცებით, საქართველო მტკიცედ იკავებს ადგილს, როგორც ზამთრის სპორტის კერა სპორტული მიმართულებების გლობალურ რუკაზე

მსოფლიო დონის უახლესი ინფრასტრუქტურით და სპორტისადმი გატაცებით, საქართველო მტკიცედ იკავებს ადგილს, როგორც ზამთრის სპორტის კერა სპორტული მიმართულებების გლობალურ რუკაზე,- ამის შესახებ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “ბაკურიანი 2025” საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ რომში, მშვიდობის ცეცხლის ანთების საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა. მამუკა ხაბარელმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და აღნიშნა, რომ როდესაც მშვიდობის ცეცხლი იწყებს სიმბოლურ მოგზაურობას, ის ატარებს ახალგაზრდა სპორტსმენების იმედებსა და ოცნებებს. მისივე თქმით, საქართველო დღეებს და საათებს ითვლის, დაუვიწყარი ღონისძიების მასპინძლობისთვის.

“სამი წლის წინ, საქართველო წილად ხვდა პატივი, არჩეულიყო ზამთრის EYOF-ის მასპინძლად და შეუერთდა ევროპის 7 ქვეყანას, რომლებმაც უმასპინძლეს ზამთრის და ზაფხულის ფესტივალებს. ჩემთვის პატივია, წარვდგე თქვენს წინაშე ამ ისტორიულ ქალაქში, რომში, რომელიც არის მარადიული ერთიანობის, კულტურისა და ღირებულებების სიმბოლო- პატივია, ვმონაწილეობდე მშვიდობის ცეცხლის ანთებაში. ეს არის ტრადიცია, რომელიც ატარებს ოლიმპიური მოძრაობის სულისკვეთებას. მაშინ, როდესაც ვანთებთ მშვიდობის ცეცხლს, ნება მომეცით უღრმესი მადლიერება გამოვხატო ყველას მიმართ, ვინც ამ ხნის მანძილზე მხარში გვიდგას: პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი, გენერალური მდივანი რაფაელ პაგნოზი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების უდიდესი გუნდი, საკოორდინაციო კომისიის წევრები.მადლობა ჩემი ქვეყნის მთავრობას წლების განმავლობაში ურყევი მხარდაჭერისთვის. გასაოცარია ასობით მილიონის ინვესტიცია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალგაზრდა სპორტსმენების შთაგონების საქმეში! მოხარული ვარ, რომ ბ-ნი შალვა გოგოლაძე, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გუნდი ამ დღესასწაულების აღსანიშნავად შემოგვიერთდნენ და ჩვენთან ერთად არიან. საქართველო დღეებს და საათებს ითვლის ამ დაუვიწყარი ღონისძიების მასპინძლობისთვის. მსოფლიო დონის უახლესი ინფრასტრუქტურით და სპორტისადმი გატაცებით, საქართველო მტკიცედ იკავებს ადგილს, როგორც ზამთრის სპორტის კერა სპორტული მიმართულებების გლობალურ რუკაზე. როდესაც მშვიდობის ცეცხლი იწყებს სიმბოლურ მოგზაურობას საქართველოში, ის ატარებს ახალგაზრდა სპორტსმენების იმედებსა და ოცნებებს. დაე, მისმა ენერგიამ შთააგონოს ისინი, გადალახონ თავიანთი საზღვრები, აითვისონ სამართლიანი თამაშის სული და შექმნან ხანგრძლივი მეგობრობა, რომელიც ჩამოაყალიბებს უფრო ნათელ, უფრო მშვიდობიან ევროპას! ეს ცეცხლის ალი გვახსენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება მოვდივართ სხვადასხვა ერებიდან, ენებიდან, ისტორიებიდან და ტრადიციებიდან, ჩვენ გვაერთიანებს საერთო მიზანი - შთავაგონოთ მომავალ თაობებს იოცნებონ , იბრძოლონ ბრწყინვალე წარმატებისთვის, აითვისონ ერთიანობისა და მშვიდობის ღირებულებები. ამდენად, გთხოვთ იცოდეთ, რომ ეს ცეცხლი დაიწყებს თავის მარადიულ მოგზაურობას საქართველოში, დააკაკუნებს ყველა კარზე, რათა მოუტანოს ოლიმპიური სული და ბრწყინვალების და მშვიდობის გზავნილი ყველა ოჯახს, თითოეულ ადამიანს.ბაკურიანის, თბილისისა და ბათუმის და EYOF 2025 საორგანიზაციო კომიტეტის სახელით გულწრფელ მადლობას ვუხდით რომს ამ სიმბოლური ცერემონიის მასპინძლობისთვის”,- განაცხადა მამუკა ხაბარელმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო