ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში გამართულ ბოლო არჩევნებზე დემოკრატიული უფლება დაირღვა - ოდირის დასკვნების გათვალისწინება და რეკომენდაციების შესრულება უნდა მოხდეს

ოდირის დასკვნების გათვალისწინება და რეკომენდაციების შესრულება უნდა მოხდეს, - ასე ეხმაურება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას.

„შურისძიების შიშის გარეშე არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოში გამართულ ბოლო არჩევნებზე აღნიშნული დემოკრატიული უფლება დაირღვა. ოდირის დასკვნების გათვალისწინება და რეკომენდაციების შესრულება უნდა მოხდეს“, - წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026