The Times of Israel - „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული რაკეტა თელ-ავივის საჯარო პარკში აფეთქდა, რის შედეგად, 16 ადამიანი დაშავდა

„ჰუსიტების“ მიერ გაშვებული რაკეტა თელ-ავივის საჯარო პარკში აფეთქდა, რის შედეგად, 16 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იემენიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტის გამო დღეს დილით განგაშის ხმა მთელ ცენტრალურ ისრაელში ისმოდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაკეტის განადგურების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.

„ჰუსიტების“ ოფიციალური პირის, ჰეზამ ალ-ასადის განცხადებით, „ისრაელის თავდაცვის სისტემების წარუმატებლობა ნიშნავს, რომ სიონისტური მტრის გული დაცული აღარ არის“.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს