მედია - დრონებით თავდასხმის შედეგად ყაზანში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა

დრონებით თავდასხმის შედეგად ყაზანში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს დილით ყაზანში, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად, სოვეცკისა და კიროვსკის რაიონებში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ“, - აცხადებენ ყაზანის მერიაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს დილით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თათრეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკრაინული დრონები გაანადგურეს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები