ზურა ჯაფარიძე - ეუთო/ოდირი ამბობს, რომ ყაველაშვილი არავინ არ არის და ამ ვირეშმაკობას არავინ „შეჭამს“ - „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ჩამოკიდებული იყო, ეუთო/ოდირის დასკვნაზე, რომელიც თავზე ჩამოეფშვნათ

ეუთო/ოდირი ამბობს, რომ აქ ჩვენთან ეუთო/ოდირში ყაველაშვილი არავინ არ არის და ამ ვირეშმაკობას არავინ არ „შეჭამს“. ბოლო კვირების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ჩამოკიდებული იყო, ეუთო/ოდირის დასკვნაზე, რომელიც თითქოს არჩევნების შედეგებს ლეგიტიმაციას მისცემდა და მოხდა ამის საპირისპირო. მთელი ეს პროპაგანდა თავზე ჩამოეფშვნათ, ზუსტად ისე როგორც ჩამოეფშვნებათ ის პროპაგანდა, რომ 20 იანვრის შემდეგ, როცა ტრამპის ინაუგურაცია იქნება, რაღაცები დალაგდება, არაფერი მსგავსი არ მოხდება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნა ჩვენს პარტნიორებს არჩვებთან დაკავშირებით შეხედულებებს კიდევ უფრო გაუმყარებს და კიდევ უფრო მაღალი იქნება პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა, რომელიც მისივე თქმით, შესაძლოა სანქციებით გამოიხატოს.

„დასკვნაში წერია, რომ ივანიშვილი ყველანაირად ეცადა, რომ შეექმნა ანტურაჟი, რომ 26 ოქტომბერს ქვეყანაში ჩატარდებოდა არჩევნები, მაგრამ ის, რაც არჩევნების დღემდე, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ ხდებოდა და ხდება ამას შესაძლოა ეწოდოს ყველაფერი, არჩევნებისა და დემოკრატიული პროცესის გარდა.

ეუთო/ოდირი ამბობს, რომ აქ ჩვენთან ეუთო/ოდირში ყაველაშვილი არავინ არ არის და ამ ვირეშმაკობას არავინ არ „შეჭამს“. ეს არის სინამდვილეში, რაც დასკვნაში წერია. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბოლო კვერების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ჩამოკიდებული იყო ეუთო/ოდირის დასკვნაზე, რომელიც თითქოს არჩევნების შედეგებს ლეგიტიმაციას მისცემდა და მოხდა ამის საპირისპირო. მთელი ეს პროპაგანდა თავზე ჩამოეფშვნათ, ზუსტად ისე, როგორც ჩამოეფშვნებათ ის პროპაგანდა, რომ 20 იანვრის შემდეგ, როცა ტრამპის ინაუგურაცია იქნება, რაღაცები დალაგდება და თითქოს რაღაცებს გააუმჯობესებენ. არაფერი ეგეთი არ მოხდება. ეს დასკვნა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა, ეს იქნება სანქციები, თუ იქნება ეს სხვა სახის მხარდაჭერა, უფრო მკაცრი და ეფექტური იქნება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ დასკვნის არსებობა იმ სახით, როგორც ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა.

პროტესტის მონაწილეებს მინდა მივმართო, თქვენი დამსახურებაა ის, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია, დიდი მადლობა“,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო