ვლადიმერ პუტინი მესამე მსოფლიო ომზე - საფრთხე ბევრია და იზრდება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებული საფრთხეები იზრდება.

„იცით, არავის შეშინება არ არის საჭირო. საფრთხე ბევრია და იზრდება და ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს ჩვენი მტერი დღეს - ის ამძაფრებს სიტუაციას“, - განაცხადა პუტინმა რუსულ მედიასთან საუბარში.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთი მზადაა, ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს.

„ვხედავთ, რას აკეთებს ჩვენი მოწინააღმდეგე დღეს. ის ამძაფრებს სიტუაციას. თუ ასე უნდათ, დაე იყოს ასე. დაე, კიდევ უფრო გააღრმაონ ესკალაცია. ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ნებისმიერ გამოწვევას. ყოველთვის“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი მზად არის დაამყაროს ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, მაგრამ არა თავის საზიანოდ.

„თუ დავინახავთ, რომ სიტუაცია ისე იცვლება, რომ არსებობს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობები და პერსპექტივები, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ მხოლოდ არა რუსეთის ფედერაციის ინტერესების საზიანოდ", - აღნიშნა პუტინმა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო