ნინო ლაცაბიძე - პრემიერ მინისტრის მხარდაჭერით გაზრდილი ბიუჯეტით, რუსთავის მერიის გუნდს მასშტაბური და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საშუალება გვაქვს

რუსთავის ურბანული განვითარების და მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, რუსთავის მერია, 2025 წელს, კიდევ ერთი მასშტაბურ პროექტს განახორციელებს და თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია-რესტავრაციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 65,5 პროცენტით გაზრდილი რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტი, რუსთავის ურბანული განვითარების კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობაა.

საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

პროექტის შესახებ ინფორმაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობას, საქართველოს პარლამენტის დელეგატთან რუსთავიდან, ირაკლი შატაკიშვილთან ერთად ადგილზე გამართული სამუშაო შეხვედრის ფორმატში გააცნო.

"პრემიერ მინისტრის მხარდაჭერით გაზრდილი ბიუჯეტით, რუსთავის მერიის გუნდს მასშტაბური და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საშუალება გვაქვს. ერთ-ერთი პროექტი სწორედ თბილისის ქუჩის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. დღეს შევხვდით აღნიშნული ქუჩის მოსახლეობას, ვისაუბრეთ მათთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებზე, რაც პროექტის მიმდინარეობისას აუცილებლად იქნება გათვალისწინებული”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის პირველ ეტაპზე, რუსთავის მერია, თბილისის ქუჩაზე არსებული ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციას დაიწყებს. 2025 წელს 7 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოებია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც 11 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციაა განსაზღვრული. გათვალისწინებულია დასასვენებელი მწვანე ზონების და ტროტუარების მოწყობა.

თბილისის ქუჩა, დედაქალაქიდან რუსთავში შემომავალი ალტერნატიული გზაა, რომელიც ძველ რუსთავს, ქალაქის შუა გამყოფი ხიდით, პირდაპირ უკავშირდება. შესაბამისად, მას რუსთავისთვის მნიშვნელოვანი ურბანული და სატრანსპორტო დატვირთვაც აქვს.

განახლებული და რესტავრირებული ქუჩიდან ბენეფიტს, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული უბნის მოსახლეობის გარდა, ფაქტობრივად მთელი ქალაქი მიიღებს.

გარდამავალი პროექტი, თბილისის ქუჩის სრულ რესტავრაციას ითვალისწინებს და 2026 წელსაც გაგრძელდება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო