ანა დოლიძე - პარტნიორებთან შეხვედრაზე მოვითხოვ, ნათია თურნავაც დასანქცირდეს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია თურნავას დასანქცირებას მოითხოვს.

მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორებმა თურნავა უნდა დაასანქციროს იმის გამო, რომ მან სანქცირებულთათვის ცალკე წესი შემოიღო.

„მე მოვითხოვ ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრაზე, რომ დასანქცირდეს ნათია თურნავა, რომელმაც სანქცირებულთათვის ცალკე წესი შემოიღო. სანქციებთან დაკავშირებით, ის არის კრიმინალური პოლიტიკის ავტორი. საგამონაკლისო ბრძანების გამოცემით მან რუსული დავალება შეასრულა“, - აცხადებს ანა დოლიძე.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი