უკრაინის ომბუდსმენი - რუსებმა კიდევ 5 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი, დიმიტრი ლუბინეცი აცხადებს, რომ ნახა ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ დახვრიტეს რუსმა ჯარისკაცებმა ხუთი უკრაინელი ტყვე.

„რუსი ომის დამნაშავეები, რომლებიც უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ხვრეტენ, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგნენ და კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელით დაისაჯონ“, - აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.

მისი თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმაციას „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“ და გერო-ს მიაწვდის.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს