ინგლისური ენის სპეციალისტები პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

ინგლისური ენის სპეციალისტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპუსიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

მსვლელობის მონაწილეები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მოითხოვენ აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას.

მსვლელობისას თან აქვთ პლაკატები წარწერით: „განათლება უნდა იყოს სახელმწიფოებრივი და არა პოლიტიზებული“, ასევე, საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

როგორც პედაგოგები აღნიშნავენ, ისინი "არალეგიტიმურ ხელისუფლებას" არ აღიარებენ.

„ჩვენ ნებისმიერი საგნის პედაგოგები და ლექტორები ყოველთვის ვიდექით ამჟამინდელი თუ ყოფილი მოსწავლეებისა და სტუდენტების გვერდით. ჩვენ ვითხოვთ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას. ვითხოვთ არჩევნების დანიშვნას, არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას“, - აღნიშნა მსვლელობისას ერთ-ერთმა პედაგოგმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს