ლეჩხუმელები რუსთაველის გამზირზე აქციას რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით შეუერთდნენ

ლეჩხუმელები რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს რესპუბლიკის მოედნიდან აქცია-მსვლელობით შეუერთდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოში საჭიროა ხელახალი არჩევნების ჩატარება.

მათივე თქმით, საზოგადოების ამჟამინდელი განწყობები ნიშნავს იმას, რომ „ამ ხელისუფლების დღეები დათვლილია“.

„ჩვენი მოთხოვნაა იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც აქციის მიმდინარეობისას დააკავეს. ჩვენ, ასევე, ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რომელიც ამ ქვეყანაში დაასრულებს ერთპიროვნულ მმართველობას, ერთპარტიულ მმართველობას და მიტაცებულ სახელმწიფოს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მანიფესტანტების მოთხოვნების უცვლელია. აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები“.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები უკვე 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს