სამხრეთ კორეის დაზვერვა - ჩრდილოეთ კორეა რუსეთში ახალი ჯარების და იარაღის გაგზავნისთვის ემზადება

ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებითი ჯარებისა და სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის “კამიკაძე დრონების“ გასაგზავნად ემზადება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Yonhap-ი სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

„სადაზვერვო მონაცემების ყოვლისმომცველი შეფასება აჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ემზადება რუსეთში განლაგებული ჯარების როტაციისთვის ან მათი რაოდენობის გაზრდისთვის“, - აცხადებენ სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურში.

გარდა ამისა, დაზვერვის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეა იწყებს იმ „კამიკაძე დრონების“ წარმოებას და მიწოდებას, რომელიც პირველად ნოემბერში წარმოადგინეს. დაზვერვის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ამის მიზეზი არის ჩრდილოეთ კორეის სურვილი, მოიპოვოს პრაქტიკული გამოცდილება საომარ მოქმედებებში და განაახლოს თავისი შეიარაღების სისტემა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს