ლევან მგალობლიშვილი - აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად გამჭვირვალე და დევნილთა საჭიროებებზე ორიენტირებული იქნება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული გეგმები განიხილეს.

„მთავრობის სხდომის ფორმატში, დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან მომავალი წლის გეგმებზე ვიმსჯელეთ. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ 2025 წელს აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ორიენტირებული იყოს დევნილთა საჭიროებებზე. განხორციელებული სამუშაოების შესაბამისად კი წლის ბოლოს ხელშესახები შედეგები გვქონდეს“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს