ლევან მგალობლიშვილი - აფხაზეთის მთავრობის აპარატში ამოქმედდა ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეები ყველა საჭირო კითხვაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ

დევნილების წინაშე არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, აფხაზეთის მთავრობის აპარატში ამოქმედდა ცხელი ხაზი - 143, სადაც მოქალაქეები ყველა საჭირო კითხვაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ლევან მგალობლიშვილის თქმით, დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების სრული იდენტიფიცირება მოხდება და აფხაზეთის მთავრობა მათზე დროულ რეაგირებას მოახდენს.

„მომავალი წლიდან ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ დროებით დევნილ საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაციას. მოხდება პრობლემების იდენტიფიცირება და მათი ოპერატიულად მოგვარება“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, აფხაზეთის მთავრობის ცხელ ხაზთან დაკავშირება მოქალაქეებს ნომერზე - 143 შეეძლებათ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები