დავით დოიაშვილი - ყინული დაიძრა, გასაგებია, რომ დამნაშავედ ცნეს გიორგი ბახუტაშვილი, მაგრამ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ - ძალიან მალე ანდრო ჭიჭინაძესაც გარეთ ვიხილავთ

ჩემი აზით, ყინული დაიძრა. გასაგებია, რომ დამნაშავედ ცნეს[გიორგი ბახუტაშვილი], მაგრამ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ , - ასე შეაფასა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა.

აღნიშნული განცხადება რეჟისორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც გიორგი ბახუტაშვილის საქმეზე პროცესი გაიმართა.

“ეს [ყინული] აუცილებლად დაიძვრება, დაიძვრება, დაიძვრება და ძალიან მალე ანდრო ჭიჭინაძესაც გარეთ ვიხილავთ, იმიტომ, რომ ესენი არიან უდანაშაულოები. რეალურად, დღეს თუ არა, ხვალ, ამის აღიარება მოუწევთ”, - განაცხადა დავით დოიაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა