მარგუს ცაჰკნა - ეუთო/ოდირის დასკვნა ჩატარებულ არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს ადასტურებს - საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებები მიუღებელია

ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს ადასტურებს , - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.

„ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს ადასტურებს. ხელისუფლებამ გაცემული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს და ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს. ასევე, ხაზს ვუსვამ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებები მიუღებელია“, - წერს მარგუს ცაჰკნა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს