„კოალიცია ცვლილებისთვის“ - კახა კალაძე დღეს საკრებულოში ბიუჯეტს  დასამტკიცებლად წარადგენს, ჩვენ აღნიშნულ სხდომას არ დავესწრებით, დარბაზში ისხდებიან მხოლოდ კალაძე და მისი ხელქვეითები

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ თბილისის საკრებულოში ბიუჯეტის დასამტკიცებლად წარდგენას არ დაესწრებიან.

როგორც კოალიციაში განმარტავენ, კახა კალაძესთან „ყალბ დისკუსიაში შესვლა იქნება ყოველდღიურად ბრძოლაში მყოფი, გულანთებული, პატრიოტი თბილისელების ღალატი“.

„დღეს, 24 დეკემბერს, თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოში ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს.

“ჩვენ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები აღნიშნულ სხდომას არ დავესწრებით. დარბაზში ისხდებიან მხოლოდ კალაძე და მისი ხელქვეითები.

კორუფციით სახელგანთქმულ თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, რომელიც ამავდროულად არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, შესაბამისად - არალეგიტიმური ხელისუფლების, ერთ-ერთი მთავარი სპიკერი და ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული, ძალადობრივი ქმედებებისა და რეჟიმის გამმართლებელი დაუშვებლად მიგვაჩნია მასთან ერთად საკითხების განხილვაში მონაწილეობა.

ახლა, როცა არჩევნების გაყალბება, საარჩევნო მანიპულაციები, ხმის ფარულობის დარღვევა, მოქალაქეთა დაშინება და ხელისუფლების მხრიდან სხვა უხეში ჩარევა არჩევნებში უკვე დადასტურდა ეუთო-ოდირის დასკვნითაც, მაგრამ ამ ფონზე ის კვლავ განაგრძობს მისთვის ჩვეულ რიტორიკას გამოვრიცხავთ მასთან ნებისმიერ საკითხზე მსჯელობას და მასთან ყალბ დისკუსიაში შესვლა იქნება ყოველდღიურად ბრძოლაში მყოფი, გულანთებული, პატრიოტი თბილისელების ღალატი.

ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ პროტესტს და ვიდგებით ჩვენი თანამემამულეების გვერდით, ვიდრე არ გათავისუფლდებიან რეჟიმის პატიმრები და არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები.

თბილისის საკრებულოს წევრები:

ცოტნე კობერიძე

ნინო კვიტაიშვილი

ანა გოგოლაძე

გიორგი ონიანი

თორნიკე ბიკაშვილი

მამუკა გუგეშაშვილი”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები