ვაკის რაიონის გამგებელმა საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების ანგარიში წარუდგინა

ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების ანგარიში წარუდგინა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, საუბარია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, თანამშრომლობაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან, სოციალურ, ასევე კულტურულ, სპორტულ და საბავშვო პროექტებზე.

„გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების დეტალების განხილვა დასასვენებელი სივრცეების მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდებოდა. გამწვანებული დასასვენებელი სივრცე 11 მისამართზე მოეწყო. სხვადასხვა მისამართზე 1 213 ძირი ხე-მცენარე დაირგო - სკვერებს შეემატა ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები, ბუჩქები და ბალახის საფარი.

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, 4 მისამართზე სპორტული მოედნები განახლდა, ერთზე კი - ახალი სტადიონი მოეწყო.

საგზაო ინფრასტრუქტურა 69 000 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა.

უსაფრთხოების მიზნით, 2024 წელს ფერდის გასამაგრებელი და დამცავი რკინა-ბეტონის კედლები 3 მისამართზე მოეწყო. 8 მისამართზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი. 4 მისამართზე კი, საერთო სარგებლობის კიბე აშენდა და ბაზალტის ფილებით მოპირკეთდა. მიმდებარედ მოეწყო განათების ქსელიც.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის 203 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. რეაბილიტირდა 78 ლიფტი. მათ შორის, 16 მისამართზე ამორტიზებული კონსტრუქცია თანამედროვე სრულიად ახალი ლიფტებით ჩანაცვლდა. დაზიანებული სახურავი და წყალსაწრეტი მილები 70 მისამართზე განახლდა. 12 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა, 22 მისამართზე კარები გამოიცვალა. ასევე, მიმდინარე წელს წყალარინების 19 ქსელი განახლდა.

გარდა ამისა, 2024 წელს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამების ფარგლებში, დახმარება 8 035 ადამიანს გაეწია.

ამასთან, ოთხი სპორტული ტურნირი, ოთხი საბავშვო და კულტურული ღონისძიება დაფინანსდა.

პრეზენტაციას დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, პარლამენტის წევრი ზუკა რურუა, თბილისის რაიონების გამგებლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია