GCCA-ის გადაწყვეტილებით GLOVO-ს ქართულ ენაზე მომსახურების დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ შპს „გლოვოაფფ ჯორჯიას“ (GLOVO) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი, უსამართლო კომერციული საქმიანობა დაუდგინდა.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საკითხი ეხება საკურიერო სექტორში, ქართულ ენაზე მომსახურებას.

„კერძოდ, სააგენტოში დაფიქსირებული განცხადების მიხედვით, მომხმარებელმა „გლოვოს“ აპლიკაციის საშუალებით პროდუქტი შეუკვეთა, რომელიც მარაგში არ აღმოჩნდა. პრობლემა შეიქმნა შეკვეთის გაუქმებასთან დაკავშირებით, რადგან კურიერი ქართულ ენაზე ვერ საუბრობდა, არასწორი კომუნიკაციის მიზეზით მომხმარებელს თანხა ჩამოეჭრა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია ნასყიდობის შემდგომი მომსახურება, ნასყიდობის გარიგების დადებამდე გამოყენებული ენის შესაბამისად განახორციელოს, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოს ტერიტორიაზე, უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე. თუმცა, მომხმარებლის წინასწარი არჩევანით ან თანხმობით მომსახურება შეიძლება განხორციელდეს სხვა ენაზეც.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაეკისრა ვალდებულება, დაიცვას ინფორმირებულობის სტანდარტი. კერძოდ, უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის მომსახურების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა