ნინო ლაცაბიძე - ჩვენს ქალაქს და რუსთავიდან მთელ ჩვენს ქვეყანას მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი, ვუსურვო მშვიდობა, ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა

რუსთავის მერიის ორგანიზებით თავისუფლებს მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილ საახალწლო სოფელში, საშობაო მეჯლისი და ჯგუფ ,,ურსას“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

„რუსთავში განსაკუთრებული საახალწლო განწყობაა, დღეს მთავარ მოედანზე, ჩვენს ნაძვის ხესთან ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა. ჩატარდა ჯგუფ „ურსას“ კონცერტი, ასევე ახალგაზრდების ჰქონდათ საჩუქარი ჩვენი ქალაქისთვის - ,,საშობაო მეჯლისი“. ჩვენს ქალაქს და რუსთავიდან მთელ ჩვენს ქვეყანას მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი, ვუსურვო მშვიდობა, ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლიობაში სწორედ ეს ყველაფერი მოუტანს განვითარებასა და წინსვლას, როგორც ჩვენს ქალაქს, ჩვენ სოფლებს, ასევე მთლიანად ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთავში საზეიმოდ 14 დეკემბერს აინთო და საახალწლო სოფელი გაიხსნა, სადაც პატარებს თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები მასპინძლობენ. იქვე მოწყობილია საციგურაო მოედანი პატარებისთვის, კვების ობიექტები და საშობაო ბაზრობა.

„ჯგუფმა „ურსამ“ წელს უკვე მეორედ ჩავატარეთ რუსთავში სოლო-კონცერტი. ბედნიერი ვარ, რადგან ამ ქალაქში ცხოვრობენ სიყვარულით, სიკეთითა და ბედნიერებით სავსე ადამიანები, განსაკუთრებით ის ახალგაზრდა თაობა რომელიც საოცარ სიყვარულსა და სითბოს გვჩუქნის თითოეულ კონცერტზე. მინდა ამ ახალგაზრდებს და მათ მშობლებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მობრძანებისთვის, ჩვენთან ერთად ყოფნისთვის და ამ უზღვავი სიყვარულის გაცვლისთვის“, - განაცხადა ჯგუფ „ურსას“ სოლისტმა გიორგი ძოწენიძემ.

რუსთავის მერიის ორგანიზებით, მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილი საახალწლო სოფელი, რუსთაველებსა და ქალაქის სტუმრებს, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებითა და კონცერტებით 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

ფიქრეტ სადიხოვი - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებას რუსეთის ხელმძღვანელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე