მიხეილ სააკაშვილი - მაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილს საინკასაციო მანქანებით ფული აეროპორტში გააქვს, ის ემზადება წასასვლელად, მაგრამ არ ჩქარობს, თავისით არსად არ წავა

მაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილს საინკასაციო მანქანებით ფული აეროპორტში გააქვს, ის ემზადება წასასვლელად, მაგრამ არ ჩქარობს, ის თავისით არსად არ წავა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვით სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხალხს ქუჩაში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა და ერთ წრეზე სიარული არ სჭირდება, არამედ ხალხი სახლში გამარჯვებით უნდა ბრუნდებოდეს.

ასევე, მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებმა საზოგადოების ფორმაცია მოახდინა და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბდა.

„ილუზიები გადავდოთ გვერდზე და როცა ვსაუბრობთ შეტევაზე, ვისაუბროთ მართლა შეტევაზე, ყოველ ჯერზე უნდა იყოს ბევრად უფრო მძიმე ზეწოლა. უნდა გვესმოდეს, რომ მეორე მხარეს არის სრულიად არაცივილიზებული, დაუნდობელი და ყველაფერზე წამსვლელი ძალა, რომელსაც ქართველი ხალხი ეზიზღება და თუ ახლა გაუვიდა ყველას დაიჭერს, გააქცევს და გაანადგურებს.

მათ არ აინტერესებთ, რომ პროტესტების დროს ეკონომიკა ნადგურდება, რაც უფრო განადგურდება მათთვის უფრო უკეთესი, რაც უფრო უარესი სიტუაცია იქნება მათთვის უფრო კარგი იქნება. დრო არ გვაქვს, ანაკონდას ბევრი დრო აქვს და არასად არ ეჩქარება, ქართველ ხალხს ბევრი დრო არ აქვს და ახლა საჭიროა, რომ პროტესტი გაძლიერდეს, უნდა გადაიზარდოს ბევრად უფრო ძლიერ ზეწოლაში.

ძალიან ლამაზი და ამაღელვებელია რუსთაველზე ხორუმის ყურება, მაგრამ იმათ ნერვი არ უტოკდებათ და ეზიზღებათ ქართული ხორუმი. ამ სიტუაციაში მათ იმ ენით უნდა ველაპარაკოთ რომელიც მათ ესმით - მხოლოდ ძლიერი პოლიტიკური ჯოხის ენის, სხვა შემთხვევაში მათ ეს შეშინება გაუვლით. ცდილობენ, რომ ხელისუფლებას კიდევ ჩამოეკონწიალონ და ჩაიყოლონ მთელი ქვეყანა ჭაობში და ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, ამიტომ მხარს ვუჭერ ყველა ფორმატს, რომელიც მხარს კოორდინაციით ერთიანობას და ერთად ყოფნას უჭერს.

მინდა გვესმოდეს, რომ სანამ ხალხია ქუჩაში - იმედი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, მაგრამ ქუჩაში ხალხი უსასრულოდ არ უნდა იდგეს. ხალხს შედეგი სჭირდება, ერთ წრეზე სიარული არ უნდა დაუშვა, თუ ხალხი დაუშვათ რეგიონებიდან ჩამოგყავს, უკან გამარჯვების გარეშე არ უნდა გაუშვა. ძალიან ბევრი ხალხი არ არის უბრალოდ ფონი განცხადებების გასაკეთებლად. გამარჯვება ძალიან ახლოსაა და არ უნდა გაგვისხლტეს ხელიდან.

წარმოუდგენელი რაღაც მოხდა საქართველოში - ეს არის ნამდვილი რევოლუცია. პრაქტიკულად საზოგადოების ახალი ფორმაცია მოხდა. ჩვენი ვალია, რომ მათ [ხელისუფლებამ] ვერ დაამარცხოს ეს სამოქალაქო საზოგადოება - სამოქალაქო საზოგადოების ვალია, რომ მსხვერპლი არ იყოს.

მოთმინებისკენ მოწოდების დრო არ არის იმიტომ, რომ დრო არ ითმენს, საქართველო წინ, რაც შეიძლება სწრაფად! გავიმარჯვებთ სახელოვნად! გავიმარჯვებთ ერთობლივი ძალისხმევით და გამოსვლებით! ჩვენ ვართ გამარჯვებისთვის დაბადებული საზოგადოება! ვერანაირი ოლიგარქი, კრიმინალური ბანდა ჩვენს ლტოლვას გამარჯვებისკენ ვერ ჩაახშობს! მე მჯერა საქართველოსი როგორც არასდროს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა