ვიქტორ ორბანი - რუსეთსა და უკრაინას შორის ომი 2025 წელს ან სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, ან ერთ-ერთი მეომარი მხარის განადგურებით დასრულდება

რუსეთსა და უკრაინას შორის ომი 2025 წელს ან სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, ან ერთ-ერთი მეომარი მხარის განადგურებით დასრულდება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გაზეთ Magyar Nemzet-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რა მოხდება, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი 2025 წელს არ დამთავრდება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უპასუხა, რომ ომი 2025 წელს დასრულდება.

„ომი 2025 წელს დასრულდება. იგი ან სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, ან ერთ-ერთი მეომარი მხარის განადგურებით დასრულდება“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომზე ევროპამ და აშშ-მ 300 მილიარდი ევრო დახარჯეს.

„ამ ფულის ევროპაში ცხოვრების დონის სწრაფი ზრდისთვის გამოყენება შეიძლებოდა. შეგვეძლო მთელი ბალკანეთი ევროპის განვითარების დონემდე მიგვეყვანა. მიგრაციის შეზღუდვა შეგვეძლო, ევროპის სრულიად ახალი თავდაცვის სისტემის შექმნა შეგვეძლო“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო