გურამ ოქროპირიძე - წელს, ისევე როგორც უკანასკნელი წლების განმავლობაში, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ბევრი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბიუჯეტი დასამტკიცებლად წარადგინა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, მიმდინარე წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, წელს, ისევე როგორც უკანასკნელი წლების განმავლობაში, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ბევრი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

„მათ შორის აღსანიშნავია მრავალფუნქციური ცენტრების კონცეფცია, რაც სიახლეა ჩვენს ქვეყანაში, ასევე ის ასობით სტადიონი, რომელთა მშენებლობა-რეაბილიტაციაც განხორციელდა.

ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდებს ეხმარება, ერთი მხრივ, განათლების მიღებაში და მეორე მხრივ, იმ სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფაში, რომლებიც დღეს გვაქვს. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პროექტია „ისწავლე და დასაქმდი“, რომლის ფარგლებშიც ძალიან მაღალია დასაქმების მაჩვენებელი პროფესიული კურსების გავლის შემდეგ. საბოლოო ჯამში ბევრი რეფორმა და პროექტი განხორციელდა, რომელთაც კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღება სჭირდებოდა. დღეს მათ შედეგებს თითოეული ჩვენგანი ვხედავთ და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერს და ქალაქის მთავრობის თითოეულ წევრს“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.

თბილისის საკრებულოს ცნობით, დღესვე საკრებულოს წევრმა „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასურველი იქნება, შესაძლებლობების ფარგლებში, შემდეგი წლის ბიუჯეტში განხილული იქნას პროგრამაში ჩართულ მწვრთნელთა ხელფასების 10%-იანი ზრდა, რაზეც დედაქალაქის მერისგან თანხმობა მიიღო.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი