„თბილსერვის ჯგუფი” - რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ხანძრის გამო, „თელასმა“ უსაფრთხოების მიზნით, რამდენი წუთით გათიშა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც დროებით გაითიშა საახალწლო ილუმინაციები

შპს „თბილსერვის ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო, სს „თელასმა“ უსაფრთხოების მიზნით, რამდენი წუთის განმავლობაში გათიშა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც დროებით გაითიშა გამზირზე არსებული საახალწლო ილუმინაციები.

„ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებები ჩართულია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026