სერგი კაპანაძე - ტრამპის მოსვლით „ქართული ოცნებისთვის“ არაფერი სასიკეთო არ იქნება, ეს უკვე მათ რიტორიკაშიც იგრძნობა, რომელიც უდავოდ შეცვლილია - Deep State-ზე საუბარი კი იგივეა, „გუდიანი კაცით“ შეგვაშინონ

Deep State-ი ითარგმნება როგორც „ღრმა სახელმწიფო“ და კავშირში არ არის „გლობალურ ომის პარტიასთან“ - იგივეა გუდიანი კაცით შეგვაშინონ, - ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის, GRASS-ის დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ Deep State-ზე საუბრისას განაცხადა.

სერგი კაპანაძის თქმით, მაშინ, როცა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Deep State-ზე საუბრობს, გულისხმობს ბიუროკრატიასთან ბრძოლას, ხოლო „ქართული ოცნება“ აღნიშნულს იყენებს პროპაგანდისთვის, რაც დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ „გუდიანი კაცით“ შეაშინო საზოგადოება.

“სრული სიბრიყვე და სისულელეა, ეს არის პროპაგანდა. „ქართული ოცნება“ მიეჩვია ყველაზე „ბანძი“ პროპაგანდით მოსახლეობის კვებას. ეტყობა ვიმსახურებთ ამას. Deep State-ი „ქართული ოცნების“ მოგონილი ტერმინი არ არის, მაგრამ არაფერ შუაში არაა. არც „გუდიანი კაცია“ მოგონილი ტერმინი, მაგრამ იგივეა „გუდიანი კაცით“ შეგვაშინონ. საზოგადოების ბრალია, რომ ამ სისულელეს ვპატიობთ.

Deep State-ი ითარგმნება, როგორც „ღრმა სახელმწიფო“ და კავშირში არ არის „გლობალურ ომის პარტიასთან“. „გლობალური ომის პარტია“ სუფთა რუსული მოგონებაა, პირველად 2 000 -იან წლებში იქნა გამოყენებული რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ და ახლა აიტაცა „ქართულმა ოცნებამ“. ეს არის საფრთხობელა, რომლითაც უნდა, რომ შეაშინოს გაუცნობიერებელი მოსახლეობა.

აშშ-ში Deep State-ი, როგორც ამას ტრამპი იყენებს, რაღაც კონტექსტში პროპაგანდისტული გზავნილია, მაგრამ სულ სხვა რამ იგულისხმება. ტრამპი, როგორც პოლიტიკოსი ანტისისტემური გზავნილებით მოვიდა. იგულისხმება ის, რომ იყო და არის სახელმწიფო ბიუროკრატიის მოწინააღმდეგე.

ტრამპი ამბობს, მე ვარ პოლიტიკურად არჩეული პიროვნება, რომელმაც უნდა მართოს ქვეყანა, მაგრამ არსებობს ბიუროკრატია, საჯარო სამსახური აშშ-ში, რომელშიც შედის სხვადასხვა სააგენტოები, ლიცენზიის გამცემი უწყებები და ა.შ. ტრამპი ამბობს, რომ ჩემს მიერ არჩეულ გეზს ხშირად ესენი ეწინააღმდეგებიან. ეს არის აშშ-ის პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც გულისხმობს მარტივ რამეს, ბიუროკრატიასთან ბრძოლას. არანაირი კავშირი საერთოდ იმ ტერმინთან, რასაც ტრამპი იყენებს, არ აქვს გლობალურ ომის პარტიას, არანაირი გადაკვეთა, ნულოვანი გადაკვეთაა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და „ქართული ოცნების“ სამომავლო ურთიერთობას, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ნულოვანი ალბათობაა იმისა, რომ ტრამპი რაიმეს შეცვლის „ქართული ოცნებისთვის“ სასიკეთოდ.

მისივე თქმით, დამოკიდებულება საქართველოს დღევანდელი მმართველისადმი გაზიარებულია „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“ მხრიდანაც.

„საბოლოო ჯამში ტრამპის მოსვლით „ქართული ოცნებისთვის“ არაფერი სასიკეთო არ იქნება. ეს უკვე მათ რიტორიკაშიც იგრძნობა, რომელიც უდავოდ შეცვლილია. რა არის 20 იანვრის თარიღის ხსენების მიღმა? აქ ორი რამაა: ერთი, ესაა დროის მოგება. ახლა 20 იანვარს ისევ ამბობენ, მაგრამ არ აჩენენ მოლოდინს, რომ რაღაც მოხდება მათთვის სასიკეთო. ჩემი აზრით ნულოვანი ალბათობაა იმისა, რომ ტრამპი რაიმეს შეცვლის „ქართული ოცნებისთვის“. მეორე, ალბათ, ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ პიარულ დონეზე რაღაცა ტიპის კომუნიკაციას დაამყარებენ. ტრამპის ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ტრამპი არცერთ შემთხვევაში „ქართლი ოცნების“ მომხრე და მხარდამჭერი არ იქნება. არანაირი საფუძველი არ არის ამის საფიქრელად. ერთი იმიტომ, რომ „ქართლი ოცნების“ მხარდაჭერა ნიშნავს ამ რეგიონში რუსეთის სიძლიერის მხარდაჭერას და მეორე იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც აქამდე იღებდა საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე იყო ევროპისა და აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო და პირიქით, ჩინური და რუსული ინტერესების გამტარი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს