„ასპრია ფიტნესი“ -  დინამოს ფილიალში არის სიმშვიდე და მომხმარებლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ვარჯიშს

„ასპრია ფიტნესის“ ადმინისტრაციის განცხადებით, დინამოს ფილიალში არის სიმშვიდე და მომხმარებლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ვარჯიშს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია „ასპრია ფიტნესის“ ინვენტარის დაზიანების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვავრცელებთ განცხადებას, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია „ასპრია ფიტნესის“ ინვენტარის დაზიანების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს.

„ასპრია ფიტნესის“ დინამოს ფილიალში არის სიმშვიდე და მომხმარებლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ვარჯიშს”, - ნათქვამია „ასპრია ფიტნესის“ განცხადებაში, რომელიც მათ "ფეისბუქის" ანგარიშზე ვრცელდება.

ინფორმაციას, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, დინამოს სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე ფიტნეს დარბაზ „ასპრიაში“ ნიღბიანი პირები შევიდნენ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, "დაახლოებით 100-მდე ადამიანი ადგილზე კონკრეტულ პირს, გიორგი უბილავას ეძებდა და მისი მისამართით იგინებოდა“.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026