კათოლიკური ეკლესია მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს

25 დეკემბრის ღამეს, საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები, ქრისტეშობის დღესასწაულის შესახვედრად, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის კათოლიკურ ტაძარში შეიკრიბნენ.

რელგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სადღესასწაულო მესას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.

სადღესასწაულოდ მორთულ ტაძარში ტრადიციული საშობაო რიტუალი შესრულდა - ღვთისმსახურების მსვლელობისას, ეკლესიაში ემანუელი, ბავშვის ქანდაკება, მშვიდობის ყრმა შეაბრძანეს, რაც, სიმბოლურად, მაცხოვრის შობას განასახიერებს.

ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობის სახელით, შობა და დამდეგი ახალი წელი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მიულოცა, მშვიდობა, სტაბილურობა და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა:

„დღევანდელი დღის მადლი შეეწიოს საქართველოს, სრულიად მსოფლიოს, რაც მთავარია, იყოს სიყვარული, ის რწმენა და მადლი, რისთვისაც დღევანდელი დღე არსებობს, რისთვისაც მაცხოვარი მოევლინა სამყაროს და იმ ღირებულებებით ვიცხოვროთ, რომ არსებობდეს სიყვარული, ურთიერთგაგება და ურთიერთ მიტევება. რადგან უფალს თითოეული ჩვენგანი უყვარს“, - აღმიშნა მან.

საზეიმო მსახურებას დაესწრო რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი ალექსანდრე შეყილაძე.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026