სახარების რწმენის ეკლესია შობას აღნიშნავს

ქრისტეშობას ზეიმობს სახარების რწმენის ეკლესია. დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საშობაო მსახურებას სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი, ოლეგ ხუბაშვილი და პასტორი, გურამ იმერლიშვილი უძღვებოდნენ.

"ღვთისმსახურების დროს შესრულდა სიმღერები და ქადაგება წმინდა წერილიდან. სადღესასწაულო ლიტურგია საშობაო საგალობლების თანხლებით გაიმართა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი გიორგი პატაშური ეკლესიაში შეკრებილ სასულიერო პირებსა და მრევლს მიესალმა და შობა-ახალი წელი მიულოცა.საზეიმო მსახურებას ესწრებოდა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა",- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები