ალარ კარისი - ესტონეთში ომი არ იქნება

ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის განცხადებით, მიაჩნია, რომ ესტონეთში ომი არ იქნება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახე კარასმა ტელეკომპანია ETV-სთან საუბარში განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა ახალგაზრდებში შესაძლო ომის შიშისა და ქვეყნის დატოვების აუცილებლობის შესახებ.

„ვფიქრობ, რომ პასუხი ასეთი უნდა იყოს: არსად წასვლა არ იქნება საჭირო, რადგან ომი არ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თავდაცვის ნება საკმაოდ მაღალია, მაგრამ არ გვსურს ამის პრაქტიკაში გამოცდა,”- აღნიშნა კარისმა.

მისი თქმით, ესტონეთს არ სურს ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის გამოცდა ან იმის შემოწმება, გაიქცევა თუ არა ხალხი, აიღებს თუ არა იარაღს და დაიცავს თუ არა თავს.

„ჩვენ ეს არ გვინდა, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აქ არავინ მოვიდეს და ამაზე ფიქრიც კი არ გაჩნდეს“, - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა 2029-2030 წლისთვის შეიძლება ისე გააძლიეროს თავისი არმია, რომ რუსეთს ნატო-ზე დარტყმის შესაძლებლობა ჰქონდეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს