თურქეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს - ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას

ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, - ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მისალოც წერილში.

როგორც ერდოღანი აღნიშნავს, მას იმედი აქვს, რომ მიხეილ ყაველაშვილის უფლებამოსილების ვადებში, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდება.

„პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო,

ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, რომელთანაც ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ასევე, გისურვებთ წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში.

სრულად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადებში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თანხვედრაშია ჩვენს საერთო ინტერესებთან და ემსახურება რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რათა კვლავ გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები, თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს - აღორძინება და ბედნიერება“,- ნათქვამია ერდოღანის მილოცვაში, რომელსაც საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს.

შეგახსენებთ, 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის