მამუკა მდინარაძე - წერდნენ, მივაკითხოთ და ვაჩვენოთ, რამდენი ვართო, ბოლოს, ეტყობა იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს, რომელმაც ზეპირად იცოდა ჩემი სტატუსები - ნერვებიც მთლად მწყობრში ვერ აქვს, როგორც ჯაშუშების უმრავლესობას

გუშინ წერდნენ, სახლში მივაკითხოთ და ვაჩვენოთ, რამდენი ვართო, ბოლოს, ეტყობა იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს, რომელმაც ზეპირად იცოდა ჩემი სტატუსები და ნერვებიც მთლად მწყობრში ვერ აქვს, როგორც ჯაშუშების უმრავლესობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ერთ-ერთი აქტივისტის ვიდეოს, რომელიც მას სიტყვიერად დაუპირისპირდა.

მდინარაძის განცხადებით, „ჩემს სტატუსებზე გიჟდებიან, ერთი კვირაა მთავარ თემად აქვთ, ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებ“.

„გუშინ წერდნენ, სახლში მივაკითხოთ და ვაჩვენოთ, რამდენი ვართო. ბოლოს, ეტყობა იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს, ჩემი მეზობელი (შემთხვევით), რომელმაც ასევე ზეპირად იცოდა ჩემი სტატუსები და ნერვებიც მთლად მწყობრში ვერ აქვს, როგორც ჯაშუშების უმრავლესობას“, - წერს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, ნანა დიხამინჯიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდესაც სახლში მიდიოდა, ლიფტიდან გამოსული მამუკა მდინარაძე შეხვდა. ნანა დიხამინჯია სოციალურ ქსელში ვიდეოსაც აქვეყნებს.

„ძალიან მრცხვენია. სახლში ავდიოდი დილის ეთერის შემდეგ, ნახევრად მძინარე, შემეფეთა ლიფტიდან გამოსული მამუკა და ისე ავღელდი და დავიბენი, უცებ ვერც გადაღება დავიწყე და ვერც ვუთხარი ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი. ამ უტიფრობასთან სწორად გამკლავებას სხვა უნარები სჭირდება თურმე. მეზობლები მეუბნებიანო, ეგო ძალიან აქტიურობსო. სამარცხვინოები. ბოდიში, ხალხო, შემდეგ ჯერზე უფრო ზუსტად ვეტყვი ყველაფერს, ვერ გამოვიყენე კარგად ეს შესაძლებლობა“, - წერს ნანა დიხამინჯია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის