ნინო ლაცაბიძე - სახელმწიფოსთან ერთად, რუსთავის მერიის გუნდი აქტიურად აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ პროფესიული განათლება უფრო მეტად იყოს წახალისებული

რუსთავის მერია 2025 წლიდან, პროფესიული სწავლების და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით, კიდევ ერთ ახალ პაკეტს სთავაზობს რუსთაველებს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამა განათლების და დასაქმების ხელშეწყობის გარდა, ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს, როგორიც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული სერვისების შექმნაა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2025 წლიდან, რუსთავის მერია, „სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის“ პროფილით დასაქმებულ რუსთაველებს, ან შშმ ბავშვების მშობლებს, რომლებიც სასწავლო პროგრამაში ჩაერთვებიან, ყოველთვიურად 200 ლარიან სტიპენდიას დაუფინანსებს.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, აღნიშნული სიახლეზე კოლეჯ „მოდუსში” გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, პროფესიული განათლების გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ დონეზე, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„სახელმწიფოსთან ერთად, რუსთავის მერიის გუნდი აქტიურად აგრძელებს მუშაობას, იმისთვის, რომ პროფესიული განათლება უფრო მეტად იყოს წახალისებული. 2025 წლიდან ვაფართოებთ პროგრამას, რომელიც 2024 წელს დავიწყეთ და პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში” ემატება ინკლუზიური განათლების სპეციალობა. ეს ორმხრივად ეფექტური და შედეგიანი იქნება, როგორც ბავშვებისთვის, რომელთაც კიდევ უფრო კვალიფიციური თანამშრომლები მოემსახურებიან, ასევე ქალაში გაჩნდება იმ ახალი პროფესიის რესურსი, რომელიც საკმაოდ დეფიციტურია“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მათი ცნობით, დეფიციტური და განსაკუთრებით მოთხოვნადი პროფესიების დაუფლების მსურველთა წამახალისებელი პროგრამა, რუსთავის მერიამ, 2024 წელს დაიწყო.

პროგრამაში, პრიორიტეტულ სასწავლო დისციპლინებად ბაგა-ბაღების აღმზრდელის, მებაღეობის და ლიფტის ტექნიკოსის პროფესიები იყო მიჩნეული, კოლეჯ „მოდუსთან” მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნულ სასწავლო პროგრამებში ჩართულ რუსთაველებს, მერია ყოველთვიურად, 100 ლარის ოდენობის სტიპენდიას უფინანსებდა, 2025 წლიდან კი სტიპენდია გაორმაგდება და პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამებს, „სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის“ პროგრამაც დაემატება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის