ლევან მგალობლიშვილი - ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ვულოცავ აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ვულოცავ აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, განუზომელია პატრიარქის ღვაწლი და დამსახურება აფხაზეთის სახელის უკვდავყოფის საქმეში.

„განუზომელია თქვენი ღვაწლი და დამსახურება ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის სულიერი ამაღლების საქმეში. საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის როლის გაზრდა თქვენი განსაკუთრებული ძალისხმევისა და უდიდესი ავტორიტეტის შედეგია. თქვენი მოღვაწეობის პერიოდში აფხაზეთის სახელის უკვდავსაყოფად გაწეულმა შრომამ, განხორციელებულმა უმნიშვნელოვანესმა საქმეებმა, მათ შორის, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელობის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ასევე აფხაზეთის დღის დაწესებამ კიდევ ერთხელ განამტკიცა საზოგადოების აზრი და მოლოდინი ქართველებისა და აფხაზების ერთიანობის შესახებ.

მჯერა, რომ თქვენი ლოცვა-კურთხევით, უახლოეს მომავალში, აღდგება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გაერთიანდება საზოგადოება და ახდება ჩვენი სანუკვარი ოცნება - ყველა ერთად დავბრუნდეთ აფხაზეთში!

თქვენო უწმინდესობავ, ჯანმრთელობას, მხნეობასა და სულის სიმტკიცეს გისურვებთ ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ!!“, - აღნიშნავს ლევან მგალობლიშვილი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს